ნოდარ ჯავახიშვილი: დეპუტატობას არ ვაპირებ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დეპუტატობას არ აპირებს.
”რატომ თვლით, რომ საარჩევნო სიებზე ვმუშაობ დილიდან საღამომდე. მინისტრებთან რატომ იქნება კონსულტაცია, როცა არსებობს პარტია? მე არაერთგზის გითხარით, რომ არ ვაპირებ დეპუტატობას”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას, მისი თქმით, პრემიერმა აღიარა, რომ იყო კოორდინაციის პრობლემა.
”შეიძლება ეს კიდევაც შეიცვალოა და რატომ იქნება ეს დაპირისპირება?! მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, უბრალოდ პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ იყო რაღაც კოორდინაციის პრობლემა”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები