გია ბარამიძე მანანა კობახიძეს – „თქვენ დამამშვიდებელს მიიღებთ 8 ოქტომბერს“

დამამშვიდებელს მიიღებთ თქვენ, შემოდგომაზე, 8 ოქტომბერს, – ასე უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მანანა კობახიძეს, რომელმაც მას დამამშვიდებლის დალევა ურჩია.
როგორც ბარამიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლის საკითხზე მსჯელობისას აღნიშნა, თავხედობაა, სუს-ის ხელმძღვანელის მოსასმენად კვორუმის არქონა უმცირესობას დააბრალონ.
”თავხედობა გყოფნით, რომ ეს საპარლამენტო უმცირესობას დააბრალოთ და თითი გაიშვიროთ ჩვენკენ, ეს არის ყოველგვარ ზღვარს გადასული ცინიზმი”, – განაცხადა ბარამიძემ.
მანანა კობახიძემ გია ბარამიძეს პროვოკატორი უწოდა, რაზეც ბარამიძემ აღნიშნა, რომ თავადაა პროვოკატორი. დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები