კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არჩევნების თარიღის დასახელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. კალაძის განცხადებით, კრიტიკა მაშინაც იყო, როდესაც, წლების განმავლობაში, წინასწარ არ ხდებოდა არჩევნების თარიღის გაჟღერება.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ვფიქრობ, ეს პირიქით, მისასალმებელი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ წინასწარ გახდა ცნობილი 8 ოქტომბერი და შესაძლებლობა ექნებათ, 3 თვის განმავლობაში სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარონ, გააცნონ თავიანთი გეგმები მოსახლეობას. ყოველთვის იყო ჩხუბი და საუბარი იმაზე, რომ წინასწარ არ ხდებოდა არჩევნების თარიღის გაჟღერება. 5-6 თვით ადრე გახდა ცნობილი და აღმოჩნდა, რომ ესეც ცუდია. ამას ნამდვილად არ ვეთანხმები“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები