გია ვოლსკი: წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება არაადეკვატურია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება არაადეკვატურია. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნისთვის განსაკუთრებით უკეთესი იქნება, თუ ეს თარიღი მინიმუმ სამ თვემდე მაინც შემცირდება.
„არავითარი წინასწარ გათვლილი თამაში არ არის. ვფიქრობ, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა. არაადეკვატურად მიმაჩნია ხუთი თვით ადრე იმ რეჟიმში ჩადგომა, სადაც პარტიებს გარკვეულ რეჟიმში გადასვლა მოუწევთ. გარდა ამისა, საარჩევნო ბლოკი არ არის. ჩვენ ბევრი საკითხი ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. ასე რომ, ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოსამზადებელი ვადა მინიმუმ სამ თვემდე მაინც შემცირდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები