დავით ზურაბიშვილი: არჩევნებზე ბარიერის პრობლემა შესაძლოა, ყველას გაუჩნდეს
არჩევნებზე ბარიერის პრობლემა შესაძლოა, ყველას გაუჩნდეს, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენიაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ბარიერის პრობლემა შესაძლოა, ყველას გაუჩნდეს, თუმცა მათი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ პარლამენტში წარმომადგენლობით მოხვდეს.
„როდესაც არჩევნებამდე 5 თვეა დარჩენილი, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაატარებ ამ საარჩევნო კამპანიას და როგორ წარმართავ მას საქმეს. ჩვენი მიზანია, რომ პარლამენტში სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი. NDI-ს და IRI-ს კვლევები, მგონი, იქნება სექტემბერშიც – არჩევნების წინაც და იქ „რესპუბლიკური პარტია“ უფრო ცალკე იქნება. ჩვენც შევეცდებით, რომ ეს კამპანია მტკიცედ წარვმართოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიყვანოთ პარლამენტში და მეტი წარმოამდგენელი გვყავდეს – ჩვენი მიზანი ეს არის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.