ლევან ბერძენიშვილი: პრეზიდენტმა კონსულტაციებს არ მიმართა და ახლა ცდილობს, სახე შეინარჩუნოს
„პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით დაიბნა“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა. მისი მეგობრები და აპარატი იმის მაგივრად, რომ არკვევდნენ საკითხში, კიდევ უფრო აბნევენ სიტუაციას. ვფიქრობ, პრეზიდენტი გაერკვევა ყველაფერში. რაც შეეხება კონტრასიგნაციას, რომელიც ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება, არა მგონია, პრემიერმა დაუჭიროს მხარი. ვფიქრობ, რომ გავერკვევით. ცუდია, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციებს არ მიმართა და ახლა ცდილობს, სახე შეინარჩუნოს. არჩენების თარიღი ალბათ არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ის, თუ როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.