ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორმა გოდერძი ტყეშელაშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ აქცია არ შეწყდება მანამდე, სანამ უნივერსიტეტი სამართლებრივ ჩარჩოებში არ მოექცევა.
მისი განცხადებით, უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომლთა რიგებშიც კიდევ 5 მოშიმშილე პროფესორია, ძირითადი მოთხოვნების გარდა, საქართველოს პრემიერ – მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ.
„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებაა. აქედან გამომდინარე, უნდა გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე დათხოვნილი იქნას და ხელახალი არჩევნებით დაინიშნოს აკადემიური საბჭო. ამასთან, საინფორმაციო შეხვედრაზე მხარდამჭერებმა და მოშიმშილეებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერილი მიგვეწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის. მოქმედი კანონმდებლობით ამ საკითხების გადაწყვეტა ძალუძს პრემიერს. ვითხოვთ მასთან შეხვედრას“,- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები