ფარული მიყურადების საქმეზე დაკავებული ჯამალაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

ფარული მიყურადების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ადვოკატები ბრალდებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და საქმეში მტკიცებულებები არ არის.
“გაუგრძელდა პატიმრობის ვადა, არ გააუქმა გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ და არ შეუფარდა გირაო. ჩვენ შესაბამისად ვიყენებთ ჩვენზე მინიჭებულ საპროცესო უფლებამოსილებას და ვასაჩივრებთ აპელაციაში. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს ზურაბ ჯამალაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, დღეს ის უკანონო პატიმარია”,- განაცხადა ადვოკატმა.
ზურაბ ჯამალაშვილს, ირაკლი ფხალაძეს და გელა ღურწკაიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები