დავით ბერძენიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით სიმართლე პრემიერის და მთავრობის მხარესაა

„რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდა, – ამის შესახებ გადაცემა 2030-ში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება რესპუბლიკელების მხრიდან მკაფიო შეფასებას იწვევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ პრეზიდენტს ვინმე უსამართლოდ შეუტევს, მას ძველებურად არ დავიცავთ.
„რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ს და, როგორც ჩანს, პრეზიდენტის ადმინისტარციასაც ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია თანამდებობების საკითხს უკავშირდება, ეს ასე არ არის, რადგან თუ პრემიერმა შესაბამის აქტს ხელი არ მოაწერა, არჩევნები მაისში ვერ ინიშნება. მეორე მხრივ კი, ჩვენი მინისტრები მთავრობაში მაისამდე იქნებიან, ივნისამდე თუ აგვისტომდე, ამას ჩვენ თვითონ ვწყვეტთ“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ არჩვნებთან დაკავშირებით სიმართლე პრემიერის და მთავრობის მხარესაა.
„პრეზიდენტმა კი თქვა, თუ ბიუჯეტში საკმარისი ფული არ არის, ჩემი ფონდიდან დავაფინანსებო, მაგრამ პრეზიდენტის ფონდიც ბიუჯეტისაა და ეს ფული პრეზიდენტის პირადი ფული არ არის. პრემიერი სწორად მოიქცა, როცა პრეზიდენტს ხელი არ მოუწერა, რადგან არჩევნებამდე 6 თვით ადრე არც მედია ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში და არც ბიუჯეტი არ გაფლანგა. როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმალამოღებული ლაშქრობა მიდიოდა, “რესპუბლიკური პარტია” პრეზიდენტის ინსტიტუტს ყოველთვის იცავდა“,-აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები