სანიკიძე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე: ადროვონ უნივერსიტეტს, ჩაატაროს ეს პროცესი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს განათლების მინისტრმა.
თამარ სანიკიძის თქმით, აუცილებელია პროცედურები კანონის სრული დაცვით წარიმართოს.
„მხარეს, ვინც, არ ვიცი, რა მიზეზით შეიძლება დააპიროს ამ პროცესში ჩარევა, პირდაპირ მოვუწოდებ, რომ ადროვონ უნივერსიტეტს, ჩაატაროს ეს პროცესი.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პროცესს ვგულისხმობ, რომელიც არის უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ თავი უნდა შეიკავოს ამ პროცესებში ზედმეტი ჩართულობისგან, კანდიდატს ირჩევს უნივერსიტეტი, საბჭოს აქვს გაწერილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოვალეობის შემსულებელი, აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრული პროცედურების მიხედვით“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.