ომარ ნიშნიანიძე – “საკონსტიუტუციო სასამართლო აშკარად პრონაცურია”

„საკონსტიუტუციო სასამართლო აშკარად არის პრონაცური“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ეს შენ გეხება”-ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გააკეთა.
ნიშნიანიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანოა.
„მე ახლაც ვთვლი და ადრეც ვთვლიდი, რომ საკონსტიუტუციო სასამართლო აშკარად არის პრონაცური, თუმცა არც ვერევით მის საქმიანობაში, არ ვეხებით. ამ ორგანოსაგან პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებების მიღება მე არ გამიკირდება. დანარჩენი იურისტებმა შეაფასონ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სასამართლოს პირველმა კოლეგიამ “ეს შენ გეხებას” სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები