კანადის პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით 2 ეჭვმიტანილი დააკავა
ოტავას პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით 2 ადგილობრივი დააკავა. ამის შესახებ კანადის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე დაყრდნობით უცხოური პრესა იუწყება. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, 24 წლის კარლოს ლარმონი მონრეალის აეროპორტში დააკავეს. პოლიციის მტკიცებით, ის ქვეყნიდან „ტერორისტული მიზნებით“ მიემგზავრებოდა. მეორე ეჭვმიტანილი, 24 წლის ეშტონ ლარმონი პოლიციამ ოტავაში დააკავა.