უკრაინის რადამ იაცენიუკის გადადგომას და პრემიერად გროისმანის დანიშვნას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის მოვალეობიდან არსენ იაცენიუკის გადადგომას და ამ პოსტზე ვლადიმერ გროისმანის დანიშვნას. ამ გადაწყვეტილებას მხარი 257-მა დეპუტატმა დაუჭირა. გროისმანთან ერთად უკრაინელმა დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობასაც მხარი დაუჭირეს. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა თანამდებობები შეინარჩუნეს. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის პოსტს, რომელსაც აქამდე ალექსანდრე კვიტაშვილი იკავებდა, ის ვაკანტურია. უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი აქამდე უმაღლესი რადის სპიკერი იყო.