პუტინი პოროშენკოსა და ერდოღანზე – „თუ ვინმეს თავის დახრჩობა სურს, მისი გადარჩენა შეუძლებელია“

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „პირდაპირი ხაზის“ დროს შეკითხვა დაუსვეს – ვის გადაარჩენდა ის პირველად, თუ დაინახავდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იხრჩობიან? – ამ კითხვით რუსეთის პრეზიდენტს 12 წლის ვარია კუზნეცოვამ მიმართა.
„თუ ვინმემ გადაწყვიტა დახრჩობა, მისი გადარჩენა შეუძლებელია“, – განაცხადა პუტინმა. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერ პარტნიორს, ვინც ამას მოისურვებს. რუსეთის პრეზეიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის თურქეთს მეგობრულ ქვეყნად აღიქვამს, მაგრამ მისი ზოგიერთი ხელმძღვანელის მოქმედება არაადეკვატურია. „თურქეთი და თურქი ხალხი ჩვენთვის მეგობრები არიან. ჩვენ მათთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს დავამყარებთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები