დავით სერგეენკო: თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები მალე ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები მალე ამოქმედდება.
როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რჩება ორი ტექნიკური საკითხი, რომელზე მუშაობაც, მინისტრის ვარაუდით, მალე დასრულდება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი”, თუ არ ვცდები, 2010 წლიდან არსებობდა. არ იყო განსაზღვრული ამ კონტროლის ადმინისტრირების საკითხები. ამ მხრივ რამდენიმე ათეული, შეიძლება 100-მდე საკითხი იყო დასაზუსტებელი: ვის, როგორ, გარდამავალი შეზღუდვა, ნაწილობრივი შეზღუდვა და ა.შ. უკლებლივ ყველას გაეცა პასუხი, რჩება ორი ტექნიკური საკითხი, რომელზეც, ვფიქრობ, მალე დასრულდება მუშაობა და ეს რეგულირება უკვე ამოქმედდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები