მოსკოვში 140 მიგრანტი მოიწამლა

მოსკოვის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში მსხვილი სამშენებლო კომპანიის 140 თანამშრომელი მოიწამლა. პრაქტიკულად ყველა მოწამლული შუა აზიელი შრომითი მიგრანტია. 30 მათგანს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. წინასწარი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი კარტოფილის პიურე ქათმით გახდა, რომელიც მუშებს სამშენებლო კომპანიის მიერ დაქირავებულმა ერთ-ერთმა ფირმამ აჭამა. ამჟამად პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები