ქართველ „კანონიერ ქურდს“ კრასნოდარში 11 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ქართველ „კანონიერ ქურდს“, კობა ძიძიშვილს, რომელიც კრასნოდარის ციხეში სასჯელს იხდის, დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, ძიძიშვილმა, რომელიც ასეევ „კობა კრასნოდარსკის“ სახელით არის ცნობილი, ერთ-ერთ პატიმარს 1 მილიონი სურული რუბლი გამოსძალა. დანაშაულებრივი დაჯგუფების სხვა მონაწილეები რუსეთიდან გააძევეს. კობა ძიძიშვილი 2008 წლიდან კრასნოდარის ციხეში სასჯელს იხდის. იგი ყაჩაღურ თავდასხმებშია ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები