გერმანიაში, ლაიფციგის მახლობლად, მამაკაცმა ქალი და ბავშვები მძევლად აიყვანა
გერმანიაში, საქსონიის მხარეში, პოლიცია ერთ-ერთი ბოროტმოქმედის დაკავების მიზნით ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებს. მამაკაცმა დღეს დილით საკუთარ ბინაში მძევლად ქალი და რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „შპიგელი“ აქვეყნებს. მამაკაცი, რომელმაც მძევლები აიყვანა, რამდენიმე ბინის გაქურდვაშია ეჭვმიტანილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ეროვნებით სერბია.