რიმა ბერაძე: თუ პარტია გადაწყვეტს, რომ ვიყო ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მე მივიღებ ამ გამოწვევას

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიისგან მიიღებს შემოთავაზებას, იყოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი, მისთვის ეს დიდი პატივი იქნება და ამ გადაწყვეტილებას ის აუცილებლად დათანხმდება.
„პარტიაში მიმდინარეობს მუდმივი კონსულტაციები საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით და ეს ჩვეულებრივი პროცესია. მივესალმები სიის განახლებას და ყველა ახალი სახის გამოჩენას. მოგეხსენებათ, რომ 14 მაისს ჩატარდება ყრილობა და ცნობილი გახდება ის სია, რომლითაც „ოცნება“ წარდგება საპარლამენტო არჩევნებში. მჯერა, რომ სერიოზულ გამარჯვებას მივაღწევთ და თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვიყო ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მე მივიღებ ამ გამოწვევას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩუღურეთელებს გავუმართლო ის ნდობა, რომელიც ჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში და მერე საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში გამომიცხადონ, მაგრამ ვიმეორებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ პარტიამ უნდა გადაწყვიტოს“,-განაცხადა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები