ომარ ნიშნიანიძე: ამომრჩეველი ხშირად გვეუბნებოდა, რომ ხმას „რესპუბლიკელების“ გამო არ გვაძლევდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წელს ბევრად მეტ ხმას აიღებს, ვიდრე 2012 წელს.
როგორც დეპუტატმა გაზეთ „ახალ თაობას“ განუცხადა, 2012 ხმები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპარა.
„ამასთან, პარტიას არ დავასახელებ და მათი წასვლაც მოგვიტანს დამატებით ხმებს.
ამომრჩევლის ნაწილი ხშირად გვეუბნებოდა, რომ ხმას „რესპუბლიკელების“ გამო არ გვაძლევდნენ. ახლა ისინი ცალკე არიან, ჩვენ – ცალკე. ასე რომ, თავშეკავებულთა ხმებიც ჩვენკენ წამოვა. მართალია, მომავალ არჩევნებზე „ფორუმი“ და „რესპუბლიკური პარტია“ ჩვენი კონკურენტები იქნებიან, მაგრამ მათ მაინც წარმატებას ვუსურვებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ერთად ვიყავით იმ ომში, რომელშიც სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხეთ. ღმერთმა ყველას მშვიდობაში მოახმაროს თავისი ელექტორატი“, – აცხადებს ნიშნიანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები