გიგლა აგულაშვილი EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა.
გარემოს დაცვის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მომდევნო ოთხი წლის სტრატეგია განიხილეს. კერძო სექტორის განვითარება, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რეგიონული ურთიერთობები და ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, ეს ის საკითხებია რომლებზეც მხარეებმა იმსჯელეს. EBRD-ის ინიციატივით, ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის სტრატეგიის ფარგლებში, მხარეები „მწვანე ქალაქის“ კონცეფციასა და კილმატის ცვილების ადაპტაციის გეგმას ერთობლივად შეიმუშავებენ.
“გიგლა აგულაშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბრუნო ბალვანერა – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი EBRD-სთვის გარემოსდაცვითი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვიმყოფებით. ჩვენ განვიხილეთ პრიორიტეტული საკითხები, მათ შორის ენერგოეფექტურობა და ადაპტაციის გეგმები. მომავალში სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები