ობამა – „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ინიციატივა აშშ-ის მხარეს არის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. დაჯგუფების რაოდენობა შემცირდა, გადაკეტილია მისი დაფინანსების წყაროები. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ინიციატივა ჩვენს მხარეს არის. ბრძოლა გაგრძელდება. ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბირთვი სულ უფრო მცირე ხდება“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ამასთანავე, ბარაკ ობამა აღიარებს, რომ დაჯგუფებას დღესაც შეუძლია საშინელი ბოროტების ჩადენა უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ. თავდასხმების მიზანი ტერორისტების წინააღმდეგ მიმართული კოლექტიური ძალისხმევის შესუსტებაა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაასახელა „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებული ლიდერების სახელები, ასევე განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში დაჯგუფებამ ბოლო თვეებში მნიშვნელოვანი ტერიტორია დაკარგა. ობამას თქმით, მნიშვნელოვანი წარმატებაა მიღწეული ნავთობის საბადოების დაბომბვის შედეგად, რომელიც ტერორისტების შემოსავლის წყაროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები