რას აცხადებენ ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე მეზობლები – გადავიდა ჭკუიდან

გუშინ ღამით ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ მეზობლებს. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობდა. მკვლელობა შვილების თვალწინ მოხდა.
„სულ ჩხუბობდნენ. გადავიდა ჭკუიდან, აბა, რატომ მოკლავდა ნორმალურ ჭკუაზე?! ბავშვები სახლში იყვნენ“, – განაცხადა მეზობელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილში ქმარმა ცოლს ყელი გამოსჭრა. ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილს 3 შვილი – 14,6 და 2 წლის შვილი დარჩა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები