საგამოძიებო სამსახურმა ქართული კონიაკების ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი ამხილა – ვიდეო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა მოქალაქეები – კახა ღურწკაია და მაკა შარია.
“გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულები, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ქართული კონიაკების, „სარაჯიშვილისა“ და „თბილისურის“ ფალსიფიკაციას, ბოთლებზე აკრავდნენ მეორად აქციზურ მარკებს და ასაღებდნენ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ალკოჰოლურ სასმელს შეცვლილი აქვს თვისობრიობა და არის ფალსიფიცირებული. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე და მე-2002 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები