სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2-5 აპრილის კონფლიქტის დროს 92 სამხედრო დაიღუპა
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში 2-5 აპრილს მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს სომხური მხრიდან 82 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. „მთიან ყარაბაღში დაპირისპირების დროს 64 სამხედრო მოსამსახურე და 13 მოხალისე დაიღუპა“, – განაცხადეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში. გარდა ამისა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი კვლავ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. ერევნის ინფორმაციით, აზერბაიჯანელების მხრიდან ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაიხსნა.