პაპუა – ახალ გვინეაში ავიაკატასტროფა მოხდა
პაპუა-ახალ გვინეაში ავიაკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ორძრავიანი მცირე ზომის თვითმფრინავი ქალაქ კიუნგასთან ჩამოვარდა. „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Sunbird Aviation-ის თვითმფრინავს დაშვებისას ძრავი გაუფუჭდა, რის გამოც პილოტებმა მართვა დაკარგეს. თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდა. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.