ვარკეთილში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა

ვარკეთილში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა. ახალგაზრდა ქალი  ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს საღამოს კომპაქტურ ჩასახლებაში მოხდა, სადაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ცხოვრობენ.
მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები