რუსი ჟურნალისტები საზღვარზე ზარბაზნის გადატანას ცდილობდნენ

რუსეთის ტელეკომპანია „ზვეზდას“ ჟურნალისტები შვეიცარიელმა მესაზღვრეებმა დააკავეს, შემოწმების დროს მათ დაშლილი ზარბაზანი აღმოაჩნდათ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შვეიცარიის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ზარბაზნის ლულა, ლაფეტი და ბორბლები დაშლილი და სპეციალურ ყუთებში ჩალაგებული იყო. ჟურნალისტები ზარბაზნის გადატანას საბარგო განყოფილებაში ცდილობდნენ.
რუსეთის ნაციონალური სატელევიზიო კომპანია „ზვეზდა“ ამავე სახელწოდების მედიაჯგუფის ნაწილია, რომელიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები