სირიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება
სირიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. სააგენტო „სანას“ ცნობით, 250-ადგილიან პარლამენტში კენჭს იყრის 3 500 კანდიდატი ქვეყნის სხვადასხვა პროვინციიდან. მთლიანად სირიაში 7 300 საარჩევნო უბანია გახსნილი. კენჭისყრა დილის 7 საათზე დაიწყო და საღამოს 7 საათამდე გაგრძელდება.
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბრძანებულებას 22 თებერვალს მოაწერა ხელი. მან ეს აშშ-სა და რუსეთს შორის სირიასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. მარტში კი ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლადაც მზად არის. ასადმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვერ იმუშავებს და პირადად მისთვის არჩევნების ჩატარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. სააგენტო „სანა“ არ აკონკრეტებს, ტარდება თუ არა არჩევნები სირიის იმ რაიონებში, რომლებიც ოპოზიციას აქვს დაკავებული.