რუსეთში ლიტველ ჯაშუშს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის კალინინგრადის ოლქის სასამართლომ ლიტვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ევგენი მატიატისს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მატიატისს ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ის რუსეთის მოქალაქეც არის და ლიტვისაც.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, მატიატისი მესამე რანგის გადამდგარი კაპიტანია და ის სასამართლომ სახელმწიფო ღალატსა და რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში დამნაშავეც ცნო. სასამართლომ ასევე მას სამხედრო ოფიცრის წოდება მოუხსნა და 200 ათასი რუბლის (3 ათასი დოლარის) ჯარიმის გადახდა დააკისრა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს ლიტვაში ყოფნის პერიოდში მატიატისი ლიტვის დაზვერვამ „დაავერბოვკა“ და ის გარკვეული გასამრჯელოს ნაცვლად ვილნიუსში რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ინფორმაციას აგზავნიდა. ოფიცერი 2015 წელს დააკავეს. მან ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობდა. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები