მამუკა კაციტაძე: ინტერპარტიული ჯგუფი იმდენად ჭრელია, რომ საარჩევნო ბლოკად ვერ შეირწყმება

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი იმდენად ეკლექტურია, ჭრელი და შეუთავსებელი ერთმანეთთან და იმდენად წყლისა და ზეთის სიტუაციაა, რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეირწყმება საარჩევნო ბლოკად, – აღნიშნული განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
თუმცა ამავდროულად მან არ გამორიცხა, რომ გარკვეული თანამშრომლობა ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალ პარტიებს შორის, შესაძლებელია შედგეს.
„გარკვეული თანამშრომლობა შესაძლებელია შედგეს, პარტნიორობა შეიძლება პარლამენტშიც და ყოფილ კოალიციაშიც მოიძებნოს, რომელიც ახლა დაშლილია და ეს ყველაფერი სადღაც მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში უნდა დავამთავროთ“,- განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები