მამუკა კაციტაძე: არჩევნებში გასვლას ჩვენ ერთობლივი ძალებით ვაპირებთ

ჩვენ -“ახალი მემარჯვენეები” არ ვაპირებთ პოლიტიკურ კეკლუცობას და შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან ვაცხადებთ, რომ არჩევნებში გასვლას კოალიციურად და ერთობლივად, რიგ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად ვაპირებთ, – აღნიშული განცხადება „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, საარჩევნო პროცესებზე საუბრისას გააკეთა.
ის მზად არის, ითანამშრომლოს ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც პარტიის იდეოლოგიასა და საგარეო კურსს გაიზიარებენ.
„ჩვენ – „ახალ მემარჯვენეებს“ გვაქვს მკაფიო საგარეო კურსი ევროპულ და ევროატრლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ჩვენი ღირებულება. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი პოლიტიკური ბლოკი ამ ფუნდამეტზე იყოს დაშენებული და ვინც კი არის მონათესავე ამ ორი კრიტერიუმით იდეოლოგიით და საგაერო პოლიტიკური კურსით, ყველას ვხედავთ მომავალ პარტნიორად“,-განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები