გია ვოლსკი: NDI-ის არცერთი პოლიტიკური გამოკითხვა არ შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც რეალური

„საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიადგა NDI-ს იმის გამო, რომ ორგანიზაცია უკვე ათეული წელია ატარებს გამოკითხვას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ შედეგებს, ვოლსკის განცხადებით, გამოქვეყნებულ პოლიტიკურ გამოკითხვაში მოულოდნელი არაფერია.
,,ამ გამოკითხვაში მოულოდნელი არაფერია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კვლევების მიხედვით 2012 წელს ჩვენ 12% გვქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, არცერთი რეიტინგული პოლიტიკური გამოკითხვა NDI- ის არ შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც რეალური. საკმაოდ სერიოზული ჩრდილი მიადგა NDI-ს იმის გამო, რომ ორგანიზაცია უკვე ათეული წელია ატარებს გამოკითხვას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან. უკვე რამდენი ხანია ვერ გამოვიდა NDI იმ ჩრდილიდან, რომელიც მიაყენა ამ ორგანიზაციამ მის ავტორიტეტს საქართველოში, თუმცა ის ბევრ დადებით პროგრამას აკეთებს.
გარდა ამისა, რეიტინგული გამოკითხვები ტარდება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩამოყალიბებული აქვთ პოზიცია და აუცილებლად მიდიან არჩევნებზე. დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომელიც არ სცემს პასუხს, რასაკვირველია, ვერ გამოხატავს პოზიციას და ბევრი ნიუანსია, რომელიც არასგზით მოხერხდა, რომ კვლევის მეთოდიკა ექსპერტებთან შეათანხმონ და ბოლოს და ბოლოს  NDI გამოვიდეს იმ მოჯადოებული წრიდან, რომელსაც ჰქვია უავტორიტეტობა და ნდობის სრული დაკარგვა. თვითონაც არ აპირებს ამის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ 2016 წლიდან როდესაც ახალი კონტრაქტები გაფორმდება გამოკითხვასთან დაკავშირებით, NDI-ს ეყოფა გონიერება, შეკრიბოს და ჩამოაყალიბოს ისეთი სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებაში ისარგებლებს მხარდაჭერითა და ნდობით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები