შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ბექა ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,2699 გრ ბუპრენორფინის შემცველი, ნარკოტიკული საშუალების 34 აბი და 6 შეკვრად დაფასოებული, 3,5608გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 0,9044 გრ ჰეროინს შეიცავს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბექა ლ. დაკავებისას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები