ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაარბიეს – ფოტოკოლაჟი
ბათუმის მერიის ინფორმაციით, შინდისის გმირების სახელობის სკვერში ახალდარგული ხე-მცენარეები გაანადგურეს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი.
“დღეს, გამთენიისას, შინდისის გმირების სახელობის სკვერში ვანდალურად განადგურდა ახალდარგული ხე-მცენარეები. დაზიანებულია სკამები, სანაგვე ურნები და სკვერში არსებული ინვენტარი. ფაქტს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. შინდისის გმირების სახელობის სკვერი გუშინ გაიხსნა. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ და არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.