ირანში ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ოპერაციის დროს პოლიციელი დაიღუპა

ერთი პოლიციელი დაიღუპა ირანის ცენტრალურ ნაწილში, ისფაჰანის პროვინციაში ნარკოკურიერების ბანდის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს. ამის შესახებ სააგენტო „ირნა“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივ დაჯფუფებასთან შეტაკების შედეგად კიდევ ორი პოლიციელი დაიჭრა. ორმხრივი სროლის შედეგად პოლიციამ ორი ნარკომოვაჭრე მოკლა, ხოლო ხუთი დააკავეს. ამოღებულია 527 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, „კალაშნიკოვის“ სისტემების სამი ავტომატი, ასევე კავშირგაბმულობის საშუალებები და სამი ავტომობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები