იემენის ტერაქტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა იემენის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ადენში მომხდარი ტერაქტის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აფეთქება ადენის სტადიონთან მოხდა, სადაც იემენის შეიარაღებულ ძალებში მსახურების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
შეგახსენებთ, ორშაბათს იემენში სამშვიდობო შეთანხმება შევიდა ძალაში. დაპირისპირებულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს შეასრულებენ.