ვაშინგტონში საპროტესტო აქციის 400-მდე მონაწილე დააკავეს
ვაშინგტონში 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. აქცია კაპიტოლიუმის შენობასთან გაიმართა. მისი მონაწილეები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვდნენ. ისმოდა მოწოდებები: „ერთი ადამიანი – ერთი ხმა“ და „პოლიტიკაში ფულის ადგილი არ არის“. თავდაპირველად პოლიციამ მიტინგის მონაწილეები ორ ნაწილად დაყო, ხოლო შემდეგ ის პირვბი, ვინც კანონს არღვევდა, დააკავეს და ავტობუსებით წაიყვანეს.