ლალი მოროშკინა: კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დამკვეთებსაც დაასახელებენ და ეს ჯაჭვი სააკაშვილამდე მივა!

„სააკაშვილი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს“ – აცხადებს „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ლალი მოროშკინა გამოცემასთან ინტერვიუს დროს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრობს.
მისი თქმით, კუდ-ის მაღალჩინოსნებმა გამოძიებას ისეთი ჩვენებები მისცენ, რომ შესაძლოა, კვალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილამდე მივიდეს.
ლალი მოროშკინა პროკურატურას მიმართავს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება და შემდგომ, მისი ექსტრადიციაც უნდა მოხდეს.
„რადგან ფარული ჩანაწერებთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს, დამკვეთებსაც დაასახელებენ და ეს ჯაჭვი სააკაშვილამდე მივა! ერთი ნაბიჯი დარჩა დამკვეთამდე, რომელიც ოდესაში ზის!
როგორი არაპოპულარულიც უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, საქართველომ სააკაშვილის დაჭერა და ექსტრადიცია უნდა მოითხოვოს. ეს არის ის, რასაც დიდი მტკიცება აღარ სჭირდება. იგი ბინძურ დაკვეთებს კი არ იძლეოდა, გადაღებული ფირების ნახვასაც ითხოვდა – ბიჭების დახვრეტის კადრებიდან დაწყებული, ციხის კადრებით დამთავრებული. ქვეყანა მანიაკისა და ტირანის ხელში იყო. ამიტომაც უნდა ჰქონდეს საქართველოს მკაცრი პოზიცია – სააკაშვილი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს“, – აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები