სომალის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა

თვითმკვლელი ტერორისტი სომალის დედაქალაქ მოგადიშოში დანაღმული ავტომობილით ქვეყნის მთავრობის შენობას შეეჯახა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ტერორისტულ შეტევაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „აშ-შაბაბმა“ აიღო, რომელიც ქვეყანაში ტერაქტებს რეგულარულად აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები