თურქეთში ავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა თურქეთის აფიონის პროვინციაში მომხდარი ავტოავარიის გამო. თურქეთის გაზეთ Yеni Safak-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გზაზე მიმავალმა ავტობუსმა მართვა დაკარგა და ამობრუნდა. დაშავებულთა შორის ოთხი უმძიმეს მდგომარეობაშია. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები