ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ტემირ სარიევი თანამდებობიდან გადადგა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა.
რამდენიმე დღით ადრე საპარლამენტო კომისია სარიევის გადადგომის ინიციატივით გამოვიდა. ამის მიზეზი ისიკ-ყულის ტბასთან გზის მშენებლობის ტენდერის დარღვევები გახდა.
„მძიმე ჭორები საზოგადოებაში სტაბილურობას არღვევს. ამიტომ მე თანამდებობას ვტოვებ“, – განაცხადა სარიევმა.
ყირგიზეთის ტრანსპორტის მინისტრმა არგინბეკ მალაბაევმა პრემიერი ერთ-ერთი ჩინური კომპანიის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. ტემირ სარიევმა ეს ბრალდებები უარყო. ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომა მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ნიშნავს.