საქართველო MAIA WORKSHOPS-ში მიიღებს მონაწილეობას

MAIA Workshops ახალგაზრდა პროდიუსერებისთვის საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც წელს სნაგოვში (რუმინეთი) 11-15 აპრილს ჩატარდება. ვორკშოპისთვის უკვე შერჩეულია 20 პროდიუსერი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის მოხვდა ქართველი პროდიუსერი ქეთი დანელია. ქეთი კომპანია „თეიქს ფილმს“ წარმოადგენს ანა სარუხანოვას და კატალინა ბაქრაძის პროექტით – All the Wishes Come True.
ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები განიხილავენ პროდიუსერის კრეატიულ ჩართულობას პროექტში, სცენარის ანალიზს, სამართლებრივ უფლებებს პროექტის განვითარების დროს, კულტურულ და კრეატიულ ინდუსტრიებს… მონაწილეებს პროექტის განვითარებაში იტალიელი, ესპანელი, გერმანელი და სლოვენიელი პროფესიონალები დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები