რუსეთმა ირანს „ს-300“-ის ტიპის საზენიტო სისტემები გადასცა

რუსეთმა ირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ს-300“-ის პირველი პარტია მიაწოდა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუსეინ ჯაბერ ანსარიმ განაცხადა.
„კონტრაქტის შესრულების მხრივ იყო გარკვეული სირთულეები და ის დროში გაიწელა, თუმცა ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ამ სისტემების პირველი პარტია უკვე ირანშია და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა ანსარიმ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანისთვის საზენიტო სისტემების გადაცემაზე აკრძალვა გააუქმა.
მანამდე მოქმედი დოკუმენტის მიხედვით აკრძალული იყო ირანისთვის ტანკების, საბრძოლო მანქანების, მსხვილკალიბრიანი საარტილერიო სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, ასევე საბრძოლო ხომალდების და სარაკეტო სისტემების გადაცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები