ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი როკმუსიკოსი, ანსამბლ “ბერმუხას” დამაარსებელი და ხელმძღვანელი ბაჩი ქიტიაშვილი გარდაიცვალა. ის სიმსივნით იყო დაავადებული და უკურნებელ სენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძოდა. მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნის დიაგნოზით მუსიკოსი საპატრიარქოს კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. ბაჩი ქიტიაშვილის მიერ დაარსებული ანსამბლი „ბერმუხა“ პირველი აღმოჩნდა, ვინც საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ სივრცეში გაბედა და საქართველოში როკმუსიკა ააჟღერა. მისმა შემოქმედებამ არაერთი თაობა აღზარდა.