A’STUDIO-ს კონცერტის ბილეთის ფასი 80-დან 150 ლარამდეა

10 მაისს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 3-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი A’STUDIO თბილისში კონცერტს გამართავს. ბილეთის ღირებულება კი 80 ლარიდან 150 ლარამდეა. ბილეთები უკვე იყიდება ვებპორტალზე – www.biletebi.ge-ზე. (https://biletebi.ge/?id=22&ei=X215)
ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ახალი და ძველი ჰიტებით წარდგება.
შეგახსენებთ, რომ A’STUDIO არის ლეგენდარული კოლექტივი, რომელიც უკვე 28 წელია მოღვაწეობს რუსეთის ესტრადაზე. A’STUDIO გამოირჩევა თავისი სტილით, მუსიკალური გემოვნებით და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით.
ჯგუფი A’STUDIO-ს წევრები არიან: ჯგუფის დამფუძნებლები – ბაიგალი სერკებაევი (პროდიუსერი, კომპოზიტორი, კლავიშიანი ინსტრუმენტები) და ვლადიმერ მიკლოშიჩი (ბას-გიტარა), ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია (ვოკალი), ფიოდორ დოსუმოვი (გიტარა), ევგენი დოლსკი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
A’STUDIO-ს გამოშვებული აქვს 10-ზე მეტი სტუდიური ალბომი, მათ ეკუთვნით ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა “Джулия», «Ночь подруга», «Улетаю», “Папа, мама».
A’STUDIO არაერთი მუსიკალური ჯილდოს და პრემიის მფლობელია: 2005 წ. მუსიკალური პრემიების „ოვაციისა“ და „ოქროს გრამაფონის“ გამარჯვებული ნომინაციაში „წლის სიმღერა“, 2007 წ. რუსული MTV-ს დაჯილდოება ნომინაციაში „საუკეთესო ჯგუფი“, 2010 და 2011 წწ. მუზ-ტვ-ს პრემიის დაჯილდოება „საუკეთესო ჯგუფი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები