მამაკაცი, რომელმაც მოზარდი მოკლა და მისი სისხლი დალია, ტეხასში სიკვდილით დასაჯეს

აშშ-ში, ტეხასის შტატში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც 18 წლის წინ 15 წლის მოზარდი მოკლა და მისი სისხლი დალია. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი იუწყება. 38 წლის პაბლო ლუსიო ვასკესს სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს.
15 წლის დევიდ კარდენასი 1998 წლის აპრილში მოკლეს. ვასკესმა მას თავში რკინის მილი ჩაარტყა, ხოლო შემდეგ ყელი გადაუჭრა. ამის შემდეგ კი მსხვერპლის სისხლი დალია.
სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას დაღუპული მოზარდის ორი და და მისი დეიდაშვილი ესწრებოდნენ. პაბლო ლუსიო ვასკესმა დაღუპულის ნათესავებს ბოდიში მოუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები