მიხეილ გიორგაძე “Check in Georgia”-ს მნიშვნელობაზე საუბრობს: ის ორიენტირებულია ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე

საქართველოს კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პროექტი „Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს და მის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში 150-ზე მეტი საღამო გაიმართება.

მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე გადაცემა “პოლიტიკაში“ ისაუბრა და განმარტა, რომ Check in Georgia”- ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზეა ორიენტირებული.
“პროექტი არის ძალიან კომპლექსური, ის ორიენტირებულია ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე და მის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებაზე საზღვრებს გარეთ, შესაბამისად, ეს ავტომატურად აისახება ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდაზე, არამხოლოდ პოტენციური ტურისტების, არამედ ინვესტორების მხრიდანაც. გაზრდილი ტურისტული ნაკადი ბუნებრივია ქვეყნის შემოსავლებზე დადებითად აისახება, ძალიან ბევრი, ტურისტულ ინდუსტრიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ბიზნესი თუ სერვისი ბუნებრივია სარგებლობს ამ გაზრდილი ნაკადებით“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მისი თქმით, პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მასში ჩართულნი არიან სხვადასხვა უწყებები, მათ შორის კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროები.
მინისტრის თქმით, პროექტში მსოფლიო დონის ვარკვლავების მონაწილეობას ასევე მოჰყვება საერთაშორისო მედიის ყურადღება, რაც ძალიან პოზიტიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე.
“როდესაც ამ დონის ვარსკვლავები პირველად ჩამოდიან ქვეყანაში, ყველა საკითხზე უფრო მნიშვნელოვნად აყენებენ უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის სტაბილურობის შეფასებას აკეთებენ და როდესაც ასეთი დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა გადაწყდება ქვეყანაში და ისინი თავად დაანონსებენ ამას ეს ძალიან მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის და ტურისტებისთვის, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო და სტაბილური“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
“Check in Georgia“ საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება. უკვე ცნობილია, რომ პროექტის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ. Maroon 5, რობი უილიამსი, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი, ეს იმ შემსურლებლების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში კონცერტებს გამართავენ.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან check-in georgia-სთვის დაახლოებით, 29 მილიონი ლარი გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები