ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაცია თემურ ალასანიას ინტერესებში შედიოდა
ყოფილი პრემიერის გარდაცვალება მიხეილ სააკაშვილის ბიძის ინტერესებში შედიოდა, – ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ტრისტან წითელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თემურ ალასანიას საქართველოში იარაღის კონტრაბანდის შემოტანა სურდა, რისთვისაც საქართველოს აეროპორტი სჭირდებოდა. ტრისტან წითელაშვილის განმარტებით, ზურაბ ჟვანია აეროპორტის გასხვისების წინააღმდეგი იყო, რის გამოც მისი მკვლელობის ერთ-ერთი მოტივი აეროპორტის გასხვისების საქმე გახდა.
წითელაშვილის ინფორმაციით, ამ საქმის ერთ-ერთი მოწმე პეტრე მამრაძეა და ამის შესახებ დეპუტატებმა გია ბარამიძემ და მიხეილ მაჭავარიანმაც იცოდნენ.
„კონკრეტული ადამიანები მზად არიან, რომ დღეს პროკურატურას ჩვენება მისცენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჩანაწერები და მასალები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ინტერესებში შედიოდა, რადგან ზურაბ ჟვანია წინააღმდეგი იყო, რომ ამ ჯგუფს აეროპორტი შეეძინა“, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.