კინოაგენტების სკოლა SOFA-ს პირველი ვიზიტი თბილისში

აპრილის შუა რიცხვებში თბილისს კინოაგენტების სკოლა SOFA-ს დირექტორი ნიკოლაი ნიკიტინი და მენტორი, მრავალი ჯილდოს მფლობელი გერმანელი პროდიუსერი პიტერ რომელი ეწვევიან (Best German film award for Cannes entry STOPPED ON TRACK, 2011).
ნიკოლაი ნიკიტინი შეხვდება კინოსექტორში მოღვაწე ოფიციალურ და არაოფოციალურ პირებს. იგი ასევე გამართავს შეხვედრებს SOFA-ს პოტენციურ ქართველ მონაწილეებთან.
School of Film Agents-SOFA არის უნიკალური ვორკშოპი, რომელიც აძლევს საშუალებას “კინოაგენტებს” ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, გერმანიიდან, ცენტრალური აზიიდან და კავკასიის რეგიონიდან, იმუშაონ გამოცდილ ექსპერტებთან ერთად, თავიანთ პროექტებზე, რომელიც მიმართულია თავისი რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის გასავითარებლად.
წელს პირველი ვორკშოპი ჩატარდება 19-28 აგვისტოს ქალაქ ვროცლავში (პოლონეთი).
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პროფესიული განვითარების პროექტის არსებობა. დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ ქეთი დანელიას (ketie@takesfilm.com).
იმისათვის, რომ მოხვდეთ გასაუბრებაზე, აუცილებლია გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV და თქვენი იდეის აღწერა ერთ გვერდზე, არაუმეტეს 500 სიტყვისა (ინგლისურ ენაზე). გთხოვთ გაითვალისწინოთ, პროექტში
მონაწილეობისთვის აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 13 აპრილი, 2016.
წინასწარ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს ნიკოლაი ნიკიტინთან და პიტერ რომელთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.joinsofa.org/wp-content/uploads/2016/01/SOFA_2016_Call_for_Proposals.pdf.
ნიკოლაი ნიკიტინის ეს ვიზიტი ასევე ემსახურება 2017 წელს საქართველოს ჩართვას SOFA-ს საორგანიზაციო ჯგუფში. 2017 წელს იგეგმება მეორე ვორკშოპი, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის მეორე სესიას. სასწავლო პროცესი მიმართულია კულტურის ყველა დარგის სიახლეების ურთიერთგაცვლაზე: ტრანსნაციონალური კომუნიკაცია, კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესები, ლიდერის თვისებების გამოკვეთა, ასევე საერთო-ევროპული საჯარო და კერძო დაფინანსების შესაძლებლობების მოძიება შესაბამის ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები